ხმაური პრეზიდენტის რეზიდენციასთან – სალომე ზურაბიშვილს რუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ | 25.12.2020

ხმაური იყო პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებმა კავკასიურ პლატფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება გააპროტესტეს და სალომე ზურაბიშვილი საქართველოში რუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს. აქტივისტების თქმით საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მორიგი მავნებლობაა და მიზნად ისახავს  ქვეყნის დაშორებას პროდასავლური კურსისგან, რადგან ამ პლატფორმაში წამყვანი სახელმწიფო საქართველოს ოკუპანტი რუსეთია.

სალომე ზურაბიშვილმა კავკასიური პლატფორმის აუცილებლობაზე ჯერ 11 დეკემბრს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, შემდეგ კი 21 დეკემბერს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განმარტებით კავკასიური მშვიდობის პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების განხორციელებას და გააძლიერებს რეგიონის პოტენციალს.  სალომე ზურაბიშვილი კავკასიური პლატფორმის აუცილებლობაზე  მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც თურქეთის პრეზიდენტი კავკასიაში ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც თურქეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, რუსეთი და ირანიც იქნებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები