პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა | 25.12.2020

პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.  პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქია, დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.  გავრცელებული პანდემიის გამო, 25 დეკემბერს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში ტრადიცილი  ღონისძიება არ იგეგმება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები