სამდღიანი ძებნის შედეგად პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო თბილისში სასტუმროში იპოვა | 24.12.2020

სამდღიანი ძებნის შედეგად პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო თბილისში სასტუმროში იპოვა. 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი თავს კარგად გრძნობს. ის სამართალდამცავებმა გამოკითხეს.  შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აწარმოებს. ხოლო სამხედრო პოლიციამ ნაპოვნი ჯარისკაცის წინააღმდეგ გამოძიება სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე დაიწყო. თავდაცვის სამინისტრომ თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ცნობით, გიუნაშვილი 22 დეკემბერს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები