მრევლს ბოდიში უნდა მოუხადონ სასულიერო პირებმა – დეკანოზი თეოდორ გაგნიძე | 23.12.2020

კორონაპანდემიის ირგვლივ არაჯანსაღი დამოკიდებულების  გამო დეკანოზ თეოდორე გიგნაძე სასულიერო პირებს მიმართავს.  ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მიიჩნევს, რომ მრევლს ბოდიში უნდა მოუხადონ სასულიერო პირებმა, რომლებიც ერთი მხრივ, COVID-19-თან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებზე საუბრობდნენ, მეორე მხრივ კი, არ აღიარებდნენ ვირუსის  საფრთხეებს.