პატრიოტთა ალიანსის სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე მანდატის დათმობას არ აპირებს | 23.12.2020

პირველი ოპოზიციონერი საკანონმდებლო ორგანოში. “პატრიოტთა ალიანსის” სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე მანდატის დათმობას არ აპირებს და პარლამენტში შედის.  როგორც ენუქიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის  და გიგა ბოკერიას  გვერდით ქუჩაში დგომას არ აპირებს.

არჩევნების შედეგების მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსიდან” პარლამენტში 4 ადამიანი მოხვდა. პირველმა სამმა დეპუტატმა: ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატზე უარი თქვეს. პარტიული სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილების შემდეგ ირმა  ინაშვილი  ამბობს, რომ თავად პოზიციის  შეცლას არ აპირებს. მისივე ინფორმაციით,  ენუქიძე ბიზნესმენია,  რომელიც  “პატრიოტთა ალიანსს” აფინანსებდა, პარტიას კი  არ აქვს ბერკეტი მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს.

ოპოზიცია, რომელმაც მეათე მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნება” მარტო დატოვა, ამ დრომდე მყარ  პოზიციაზე დგას. ენუქიძის გადაწყვეტილება  კი მათი შეფასებით,  საერთო პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის.

მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციონერის შესვლას, მიესალმება “ქართული ოცნება”.  ერთპარტიული პარლამენტის წევრები ამ დრომდე ოპოზიციის ბოიკოტის შეწყვეტას ელოდებიან.

ამ  დრომდე, ავთანდილ ენუქიძე ერთადერთი ოპოზიციონერი  დეპუტატია, რომელმაც არჩევნების შემდეგ, მანდატზე უარი არ თქვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები