„თუ რესტორნებს გახსნის უფლება მინიმუმ 15 იანვირდან არ მიეცემათ, ბაზარზე ოპერირებას ვეღარ შეძლებენ“ | 23.12.2020

შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელთა კრიტიკა მოჰყვა.  სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ რესტორნების გახსნის  მოლოდინი არ ჰქონიათ, თუმცა  სასტუმროებთან არსებული რესტორნების დახურვით სექტორის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. შალვა ალავერდაშვილის თქმით, პანდემიის დროს ყველაზე მეტად  სწორედ  სასტუმროების ბიზნესი დაზარალდა და ამასთან ერთად 200 ათასამდე ადამიანი უმუშევრად დარჩა.

სარესტორნო სექტორის გადარჩენაზე საუბრობს რესტორატორთა ასოციაციის ხეელმძღვანელიც. შოთა ბურჯანაძის განმარტებით, თუ რესტორნებს გახსნის უფლება მინიმუმ 15 იანვირდან არ მიეცემათ, ისინი ბაზარზე ოპერირებას ვეღარ შეძლებენ და შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევაში,  იჯარით აღებული ფართების დატოვება მოუწევთ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები