ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს | 08.12.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  უწყების განმარტებით, ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების უკანონოდ მისჯის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზით მიიღეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ  უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

უკანონო  პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ოჯახი ახლა სწორედ ქართული მხარის ქმედით ნაბიჯებს ელოდება. იმედოვნებენ, რომ  ჟენევის მოლაპარაკებებზე  საქართველოს მოქალაქის უპირობო გათავისუფლების საკითხი დადგება.

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარს, ირაკლი ბებუას სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზური დროში დაწვას და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას ედავებიან.  ის აღიარებს, რომ ოკუპანტების სიმბოლიკა ნამდვილად დაწვა, თუმცა ხელყუმბარის ფლობას უარყოფს.