მეათე მოწვევის პარლამენტში ამ ეტაპზე 100-დან 13 იდენტიფიცირებული მილიონერია | 08.12.2020

მეათე მოწვევის პარლამენტში ამ ეტაპზე 100-დან 13 იდენტიფიცირებული მილიონერია. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინდექსი” ავრცელებს. ახალარჩეული პარლმანეტის წევრების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე  დემოკრატიის ინდექსში აცხადებენ, რომ პარლამენტის წევრებს შორის პროფესიული კუთხით ბალანსი დაცული არ არის. დეპუტატების წამყვანი რაოდენობა იურისტები არიან, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ნაკლებად შეხვდებით, ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების სპეციალისტებს.  ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების პრობლემების მიუხედავად, უსაფრთხოების სფეროდან წარმომადგენლები პარლამენტში პრაქტიკულად არ შედიან. ორგანიზაციის ცნობით, ყოველ მესამე პარლამენტის წევრს არ აქვს საზოგადოებრივი საქმიანობის გამოცდილება. შესაბამისად, უცნობია მათი ხედვები და პოზიციები ქვეყანაში არსებული პრობლემების მიმართ.