ორად გაყოფილი „გირჩი“ – პარტიის ლიდერები პოზიციებს არ თმობენ | 07.12.2020

ორად გაყოფილი “გირჩი” – პარტიის ლიდერები პოზიციებს არ თმობენ. ამ დრომდე ბუნდოვანია, გაყრილი თანაგუნდელებიდან ვის დარჩება “გირჩის” ლოგო და სახელი.პარტიის მთავარი სახე მოლაპარაკებაზე ისევ უარს აცხადებს  და განმარტავს, რომ ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლის სახელიც და ლოგოც სწორედ “გირჩი” იქნება.

დათმობას არც იაგო ხვიჩია აპირებს. ამბობს, რომ ზურა ჯაფარიძის გადაწყვეტილების შემდეგ, დავის გადაწყვეტის მთავარი  გზა “გირჩის” წევრების, ამომრჩევლების ჯგუფში საუბარი და შეთანხმების მიღწევაა.

“გირჩი” არსებული უთანხმოების შესახებ, მედიისთვის ცნობილი რამდენიმე დღის წინ  გახდა.  ზურა ჯაფარიძემ  გირჩის  დახურულ ჯგუფში მხარდამჭერებს აცნობა, რომ თანაგუნდელებს ემიჯნება. ჯაფარიძეს მიზეზი არ განუმარტავს თუმცა ამბობს, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს.  პარტია,  რომელმაც  საპარლამენტო არჩევნებში თითქმის სამი პროცენტი მიიღო, დაშლის ზღვარზეა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები