უწყვეტი პროტესტი პარლამენტთან | 03.12.2020

უწყვეტი პროტესტი  პარლამენტთან. უკვე მესამე დღეა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები ღამეს კარვებში ათენებენ. მათ დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა. ამჯერად  აქციის მონაწილეებმა ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოუცხადეს და  პარლამენტთან ბუშტები მიიტანეს. ისევე როგორც ამას, აჭარაში, მთავრობის სახლთან შეკრებილები აკეთებენ. აქციის მონაწილეები გუშინ განვითარებულ მოვლენებსაც აპროტესტებენ, რა დროსაც  პოლიციამ მათ უფლება არ მისცა  კარვებთან  შეშა მიეტანათ.  მომხდარს გუშინ სამართალდამცავებსა და აქტივისტებს  შორის დაპირისპირებაც მოჰყვა.  პარლამენტთან შეკრებილები 31 ოქტომბრის გაყალბებულ არჩვნებს აპროტესტებენ, მათი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები