“საქართველო საფრთხის წინაშეა, რომ კოვიდ-დაკარგული თაობა მივიღოთ” | 02.12.2020

საქართველო საფრთხის წინაშეა, რომ კოვიდ დაკარგული თაობა მივიღოთ –  განცხადება ალეკო ელისაშვილის პარტიაში გამართულ  საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. ქეთი თარაზაშვილი განმარტავს, რომ  დღეს 50 ათასზე მეტი ბავშვი ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრება, რადგან ოჯახებს ინტერნეტის და კომპიუტერის პრობლემები აქვთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ განათლების სამინისტრომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა და დღევანდელი ონლაინ სწავლება უბრალოდ თავის მოტყუებაა. პარტია “მოქალაქეები”  განათლების სამინისტროს 3 პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რომელმაც  განათლების სისტემა კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები