ბოლო 24 საათში COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 1028 ფაქტი გამოვლინდა | 02.12.2020

ბოლო 24 საათში COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 1028 ფაქტი გამოვლინდა. დაფიქსირდა როგორც პირბადის ტარების წესის, ასევე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირბადის გარეშე სიარულის გამო 945 ადამიანი, ხოლო ღამის საათებში გადაადგილების გამო 83 პირი დაჯარიმდა. უწყება კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის შემთხევაში 2 000, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას იწვევს. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები