1000-ლარიანი ჯარიმა ივანიშვილის შუშის სასახლესთან გვირაბის კედელზე წარწერის გაკეთებისთვის | 01.12.2020

ივანიშვილის შუშის სასახლესთან გვირაბის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო ორი აქტივისტი  1000 – 1000 ლარით დააჯარიმეს.  როგორც სამოქალაქო აქტივისტებს სამართალდამცავებმა უთხრეს, ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან  მდებარე გვირაბი კულტურული მემკვიდრობის ზონაშია რაც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ინფორმაცია მოძრაობა “გხედავ”-ს აქტივისტებმა  თამთა გოგოლაძემ და შუშანა მაცაბერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.  მოგვიანებით კი აქტივისტებმა კიდევ ერთი ფოტო გაავრცელეს, რომელზეც ჩანს, რომ მათ  მიერ გაკეთებული წარწერა “ხმების ქურდი, რუსი ოლიგარქი” საღებავითაა გადაშლილი.