პოლიტიკურ ველზე ვითარება ისევ ბუნდოვანია – რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკების მესამე რაუნდს | 01.12.2020

ოპოზიცია მესამე რაუნდის მოლოდინში – მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკურ ველზე ვითარება ისევ ბუნდოვანია. ოპოზიციის წევრები არ მალავენ, რომ მესამე რაუნდის ბედი კვლავ უცნობია, რადგან ჯერ ვერც ხელისუფლების მზაობას ვერ ხედავენ და არც შეხვედრის კონკრეტული თარიღი იციან. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მესამე რაუნდის გაჭიანურება ივანიშვილის გუნდის გადაუწყვეტელობაზე მიანიშნებს, თუმცა ამის მიუხედავად, იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები ვადამდელი არჩევნების დანიშვნით დასრულდება.

რა პერსპექტივა აქვს, მოლაპარაკებების მესამე რაუნდს და რა კომპრომისისთვის არიან მზად ოპოზიციაში – საჯარო ბოიკოტის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ყველა სხვა საკითხს განიხილავენ, თუმცა ფუნდამენტური საკითხების გადახედვას არ აპირებენ.

სანამ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება, ცნობილია, რომ პარლამენტის შეკრების დღეს პარლამენტში გასული ყველა პარტია მანდატებზე უარს საჯაროდ იტყვის და არჩევნების ტოტალურ გაყალბებას კიდევ ერთხელ დაგმობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები