გაგრძელდება თუ არა ოპოზიციის საპროტესტო აქციები ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფონზე | 27.11.2020

გაგრძელდება თუ არა ოპოზიციის საპროტესტო აქციები ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფონზე – გაერთიანებული ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ კიდევ ერთხელ შეიკრიბა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პარტიებს შორის საერთო კონსესუსი არსებობს და პარლამენტის წინ ტრადიციული,მშტაბური აქციების გამართვა აღარ იგეგმება. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ძალაში რჩება და  მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველ დღეს მასობრივ არა, თუმცა სიმბოლურ აქციას მაინც გამართავენ.

რაც შეეხება მოლაპარაკების მესამე რაუნდს – პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ვიდრე “ქართული ოცნება” კომპრომისზე არ წავა, მანამდე შეთანხმებაც არ შედგება. ამბობენ, რომ მოლაპრაკებების მესამე რაუნდის ჩანიშვნის თარიღი სწორედ  მართველი გუნდის კომპრომისულ წინადადებებზეა დამოკიდებული.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები