პარლამენტი „ცხოველების ფერმად“ გადაიქცა – აქცია-პერფორმანსი საკანონმდებლო ორგანოსთან | 25.11.2020

ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია პაერფორმანსი გამართეს და საქართველოში საბჭოთა ერთპიროვნული მმართველობის დაბრუნება გააპროტესტეს. ახალგაზრდებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან სიმბოლურად გოჭი მიიყვანეს, რითიც ჯორჯ ორუელის ნაწარმოებთან “ცხოველების ფერმასთან” გაავლეს პარალელი. აქციის მონაწილეების თქმით საქართველოს პარლამენტი სწორედ ცხოველების ფერმად გადაიქცა და ის ქართველი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს. აქტივისტებმა საბჭოთა პერიოდის დაბრუნების ნიშნად ადგილზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა ნამგალი და უროც გამოსახეს.