კორონავირუსის მაჩვენებლის რეკორდულ ზრდაში მთავრობა ოპოზიციას ადანაშაულებს | 24.11.2020

კორონავირუსის  მაჩვენებლის  რეკორდულ ზრდაში მთავრობა ოპოზიციას ადანაშაულებს. მინისტრებმა დღეს პირდაპირ განაცხადეს, რომ ბოლო დროს  ოპოზიცინერი პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ აქციებზე არანაირი წესების და რეგულაციების დაცვა არ ხდებოდა, რამაც COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გამოიწვია.

მთავრობის  ბრალდებებს კრიტიკით პასუხობს  ოპოზიცია.  პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ აქციები ღია სივრცეში იმართებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობის მატებაში ოპოზიციის ბრალეულობის არავის არ სჯერა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი აღმოჩნდა  და ახლა ცდილობენ, ისრები ოპონენტებზე გადაიტანონ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები