ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, მთავრობა სრული ლოკდაუნის გამოცხადებას არ გეგმავს | 23.11.2020

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, მთავრობა  სრული ლოკდაუნის გამოცხადებას  არ გეგმავს. განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა.  შეხვედრაზე განიხილეს თუ რა წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს, ისე რომ ბიზნესმა არ იზარალოს.