სასულიერო პირებს არჩევნებში გამარჯვება “ქართული ოცნებისთვის” ამ დრომდე არ მიულოცავს | 23.11.2020

საპატრიარქო ისევ დუმს. სასულიერო პირებს არჩევნებში გამარჯვება “ქართული ოცნებისთვის” ამ  დრომდე არ მიულოცავს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს,  რომ ისინი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებას ელოდებიან.  განსხვავებული პოზიცია აქვს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს.