დიდ ქალაქებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 2 დღით იხსნება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება | 20.11.2020

დიდ ქალაქებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 2 დღით მოიხსნება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს და ხვალ 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. მიზეზი 21 ნოემბერს, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია.  დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება. უწყებათაშორისმა საბჭომ საარჩევნო უბნებზე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხიც განიხილა. აღინიშნა, რომ ისევე როგორც 31 ოქტომბერს, 21 ნოემბერსაც 17-ვე ოლქის საარჩევნო უბნებზე,  ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები ზედმიწევნით იქნება დაცული.