თავდასხმა მიკეროსაფინანსო ორგანიზაცია ემ-ბი-სი-ში, მძევლები და თავდამსხმელის მოთხოვნები | 20.11.2020

მორიგი შეიარაღებული თავდასხმა, ამჯერად თბილისში. წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისიში შეიარაღებულს პირს 9 მძევალი ყავს აყვანილი.  ტერიტორიაზე, სადაც თავდამსხმელი შეიჭრია  ამ დროისთვის დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი.  მოქალაქეებს, რომლებიც მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გადაადგილების საშუალება დროებით შეზღუდული აქვთ.

სპეცოპერაციის  ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. ვაჟა სირაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები წერეთლის გამზირიდან.

სოციალურ ქსელში   თავდამსხმელის კადრები ვრცელდება, რომელიც შენობის შიგნით არის გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ  შეიარაღებული პირი ნიღბის გარეშე იმყოფება, მას ხელში სავარაუდოდ ყუმბარაც უჭირავს.  კადრების მიხედვით, თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.  ახალგაზრდა მამაკაცი დეპუტატების პარლამენტში შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სი” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

“გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.  შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება “ემ ბი სი”-ს უპირველესი ამოცანაა.”

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება შინგან საქმეთა სამინისტროსმ  ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები