ოპოზიციის პოზიცია უცვლელია – რა უთხრა ლიდერებს პომპეოს მოადგილე ფილიპ რიკერმა | 18.11.2020

ოფიციალური ვიზიტის მოულოდნელი სცენარი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ,  საქართველო უკვე დატოვა, თუმცა მისი ესკორტი სასტუმროში დაბრუნდა. პომპეოს მოადგილემ, საქართველოში ვიზიტი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრით გააგრძელა. ფილიპ რიკერთან აუდიენცია  დახურულ კარს მიღმა გაიმართა.  პომპეოს მოადგილეს ოპოზიცინერმა პოლიტიკოსებმა ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით და საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე მიაწოდეს. მათი პოზიცია უცვლელია, ხელახალი არჩევნების გარდა ვითარების გამოსწორების გზა არ არსებობს. ოპოზიციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიიღეს შეთავაზება, რომ ბრძოლის გაგრძელება  ინსტიტუტების გამოყენებით სცადონ, თუმცა დათმობაზე არ მიდიან.