მძიმე ეპიდვითარება და მზარდი სტატისტიკა – კოვიდინფექციით საქართველოში კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა | 17.11.2020

მძიმე ეპიდვითარება და მზარდი სტატისტიკა. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და  45 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულია ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი. თენგიზ ცერცვაძეს კოვიდ 19 დღეს დილით დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და სახლში მკურნალობს.  ვირუსის რეკორდული ზრდის ფონზე უარესდება საქართველოს მაჩვენებელი მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში. საქართველომ ჯამში  85,952 ინფიცირებულიტ 65-ე ადგილზე გადაინაცვლა და თითქმის ჩინეთს გაუთანაბრდა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 12 წლის მოზარდია, რომელიც კატასტროფის რეანომობილში გარდაიცვალა. პაციენტს დიალეზი ჰქონდა და განსაკუთრებული მკურნალობა ესაჭიროებოდა, რის გამოც მოზარდი ბათუმიდან თბილისში უნდა გადაეყვანათ. თუმცა, ტრანსპორტირებისას ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც კლინიკაში ამბობენ, მოზარდს  ლაბორატორიულად კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა  ოჯახის წევრები 12 წლის გოგონას კორონავირუსით დაღუპვას გამორიცხავენ. მათი თქმით, რეანომობილს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება დროულად ვერ მოხდა.

ეპიდემიის ეპიცენტრად ისევ დედაქალაქი რჩება, სადაც გასულ დღე-ღამეში ინფექცია 1202 პირს დაუფიქსირდა, 18 პაციენტი  კი გარდაიცვალა. თბილისის შემდეგ ცხელ წერტილებად ისევ აჭარა და იმერეთი რჩება. კორონავირუსის შემთხვევების გამო მუშაობა 2 კვირით შეაჩერა საქნახშირმა. COVID-19 ტყიბულის შახტის 144 თანამშრომელს დაუდგინდა. ბოლო 10 დღის განმავლობაში პირველად, დღეს აჭარაში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობამ ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვს გადააჭარბა. მზარდია ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბითაც.

გართულებული  ეპიდემიოლოგიური ვითარება, პრემიერ-მინისტრმა დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა. გიროგი გახარიასთან შეხვედრა და საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის გაფართოებასა  დარგის სპეციალისტებმა დღეს დილით მოითხოვეს და საგანგებო მიმართვაც გაავრცელეს. ამბობენ, რომ ანტიეპიდემიური ღონისძიებები არასაკმარისია. ისინი ეპიდსიტუაციის გაუარესებას  პროგნოზირებენ. სწორედ ამ განცხადებების  შემდეგ, მთავრობის მეთაურმა ექსპერტები, მთავრობის კანცელარიაში მიიწვია. შეხვედრას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის და ცენტრის დირექტორის მოადგილეც. პაატა იმნაძემ შესაძლო ლოქ დაუნზე ისაუბრა.

ეპიდსიტუაცია მძიმეა ოკუპირებულ რეიგონებშიც. კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 34 დაინფიცირდა ოკუპირებულ აფხაზეთში. რეგიონში სულ 5099 ინფიცირებული და 62 გარდაცვლილია.

უკვე 55 მილიონზე მეტია კორონავირუსით ინფიცირებულტა რიცხვი მშოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ COVID-19-ის ვაქცინის გამო ქვეყნები თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცნენ. ვინაიდან მათი განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპასა და ამერიკაში ჯანდაცვის სისტემები კოლაფსის წერტილს მიუახლოვდნენ. პარალელურად ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა  ამერიკის 4 შტატში იმუნიზაციის პროგრამა დაიწყო. ბელგიის მთავრობა გეგმავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და ვაქცინაცია უფასო იყოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები