გადაწვეს თუ არა ნიკა მელიას შტაბი ლევან კობიაშვილის და კახი კალაძის დავალებით – პასუხი მელიას | 17.11.2020

გადაწვეს თუ არა ნიკა მელიას  შტაბი ლევან კობიაშვილის და კახი კალაძის  დავალებით.  გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის  მაჟორიტარობის კანდიდატის მძიმე ბრალდებებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხობს.  ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსლეში გავერცელებულ გაცხადებაში მელიას ცილისწამებაში ადანაშაულებს და ითხოვს დაასაბუთოს, რის საფუძველზე სდებს ბრალს ოფისის დარბევასა და კრიმინალთან კავშირში.

ნიკა მელიას განცხადება, რომლის თანახმადაც, მისი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფი, “კანონიერი ქურდის”, ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს სამარცხვინოა თბილისის მერისთვისაც.

ნიკა მელიას  ბრალდება უსაფუძვლოა  ნოდარ და ლევან შუკაკიძეების ადვოკატებისთვის. იურისტები ამბობენ, რომ ძმებს არანაირი შემხებლობა არ აქვთ ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბის გადაწვასთან. ადვოკატ ია გაბედავას განცხადებით, ნოდარ შუკაკიძე არც კახა კალაძეს იცნობს და არც ლევან კობიაშვილს. უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, ნიკა მელიას შტაბის დაწვის უკან თავად “ნაციონალური” მოძრაობა იდგეს.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას, ოფისი გუშინ დაწვეს. ჩამსხვრეულია ოფისის შუშა, ასევე დამწვარია ავეჯი.  სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიტანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დამნაშავეთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები