არის თუ არა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი – „ოცნების“ წარმომადგენკლები ისტორიულ მატჩზე | 13.11.2020

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. აქტივისტები  გუშინ, დინამო სტადიონზე ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებას  აპროტესტებდნენ.  მათ ხელისუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს და ფედერაციაში პროსტესტის ნიშნად, ჯორჯ ორეულის “ცხოველების ფერმის” შეტანა დააპირეს, რა დროსაც ფედერაციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არის თუ არა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი და ვის  ეხება მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები – პროტესტი საზოგადოებაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუშინ ისტორიული საფეხბურთო მატჩის საგულშემატიკოვროდ  სტადიონთან მისულ მოქალქეებს თამაშის ყურება 2000 ლარი დაუჯდათ, “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა ნაწილს კი სტადიონზე  შესვლა და  გადამწყვეტ მატჩზე საქართველოს ნაკრებისთვის გულშემატკივრობა არ გასჭირვებია.

კორონაპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებისა  და კომენდანტის საათის ფონზე ხელისუფლებამ დინამოს სტადიონზე მაყურებლის დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მოქალაქეთა ნაწილი სტადიონთან მაინც მივიდა და საქართევლოს ნაკრებს ქუჩიდან გულშემატკივრობდა. ამის გამო ისინი 2000 ლარით დააჯარიმეს. ამ ფონზე კი სოცოალურ ქსელში გვრცელდა ფოტოები სადაც ჩანს, რომ სტადიონზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ შორის  სტადიონის VIP ლოჟაში  ლევან კობიაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე შვილთან ერთად და სხვა პრივილეგირებული პირები ისხდნენ.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე მმართველი გუნდის წევრების დასწრებას მწვავე შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდანაც. მათი თქმით ქვეყანაში  გაფორმდა რეჟიმი, რომელმაც საკუთარი ხალხის უდიდესი ნაწილი მეორეხარისხოვან ადამიანებად გამოაცხადა.

ქუჩაში მატჩის ყურების გამო 2000 ლარით დაჯარიმებულმა მოქალაქეებმა დინამო სტადიონის ტერიტორია  იმედგაცრუებულებმა დატოვეს.  საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან 1:0 ანგარიშით დამარცხდა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატსაც გამოეთიშა.  ისტორიულ მატჩზე წაგების პასუხისმგებლობა კი თავის თავზე ნაკრების მწვრთვნელმა ვლადიმერ ვაისმა აიღო და მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 ნოემბერს სომხეთთან, ხოლო 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.