ხმაური და დაპირისპირება ცესკოში | 13.11.2020

ხმაური და დაპირისპირება ცესკოს სხდომაზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებს განიხილავენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც უწყების თანამშრომლებმა “ევროპული საქართველოს” წარმოამდგენლების დარბაზიდან გაძევება სცადეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შეხლა-შემოხლის გამო ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია იძულებული გახდა 10 წუთიანი შესვენება გამოეცხადებინა და სხდომა დროებით შეეჩერებინა. საარჩევნო კომისიაში ხამური მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილი შევიდა და თამარ ჟვანიას მათი პარტიის მიერ მომზადებული 30 საჩივრის განხილვა მოსთხოვა. ცესკოს თავმჯდომარემ კი ოპოზიციას საჩივრების განსახილველად 20 წუთი გამოუყო, რასაც პარტიის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები