ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა – რა გადაწყვიტეს მხარეებმა | 12.11.2020

ოპოზიზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, თუმცა მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ დიალოგი გაგრძელდება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ თქვა, შეხვედრაზე განხილული იყო, ორივე მხარის მოთხვონები.  ელჩთან შეხვედრას “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, “ნაციონალური მოძრაობიდან” კი გრიგოლ ვაშაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ალეკო ელისაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, დავით ბაქრაძე და ირმა ინაშვილიც. ოპოზიცია ამბობს, რომ უკომპრომისო იქნება, რადგან გაყალბებულ არჩევნებს მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოასწორებს.