თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა | 12.11.2020

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  მაშველებმა საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და  ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მათივე ინფორმაციით, უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზებიც.  ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები