ხმაური საოლქო საარჩევნო კომისიებთან. კომისიების შემაჯამებელი ოქმები და ოპოზიციის პროტესტი | 11.11.2020

ხმაური საოლქო საარჩევნო კომისიებთან. კომისიები  დღეს შემაჯამებელ ოქმებს გამოსცემენ, რასაც ოპოზიცია აქციებით აპროტესტებს. ცოტა ხნის წინ ხმაური იყო სამგორში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესო გაზდელიანი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. ხმაური იყო ნაძალადევის, საბურთალოს, ვაკისა  და გლდანის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიებთანაც. სხდომებს საოლქო საარჩევნო კომისიების ოპოზიციონერი წევრები ტოვებენ და ამბობენ, რომ შესწორებულ ოქმებზე გაყალბებული ხელმოწერებია.

ხმაური იყო რეგიონებშიც. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოცემა გააპროტესტეს გორში, წყალტუბოსა და ბათუმშიც.  ბათუმის საოქლო საარჩევნო კომისიის მიერ  შემაჯამებელი ოქმის შედგენა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციის ფონზე მოხდა.  შეკრებილებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ოქმი რომელსაც დღეს კენჭი უყარეს – არალეგიტუმური. სხდომა პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე  დატოვა  “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ოთხმა კომისიის წარმომადგენლემა.