გადაინაცვლებს თუ არა ქუჩის პროტესტი მოლაპარაკების მაგიდასთან – რაზე თანხმდება ოპოზიცია | 11.11.2020

გადაინაცვლებს თუ არა ქუჩის პროტესტი მოლაპარაკების მაგიდასთან. ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე შიდა კონსულტაციებს აგრძელებს. პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ დიალოგის საგანი არჩევნების შედეგების ცვლილება უნდა იყოს, თუმცა მოთხოვნების შინაარსი არ შეიცვლება. ოპოზიციური სპექტრი ხელახალი არჩევენის ჩატარებას მოითხოვს და  ხელისუფლებას ურჩევს, აგრესიული  რიტორიკა შეცვალოს.

ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის მზაობას გამოთქვამს მმართველი გუნდი. კახა კუჭავას თქმით, არჩევნების შემდეგ, არსებულ ვითარებაში მოლაპარაკებები საუკეთესო საშუალებაა.  პარლამენტის ვიცე-სპიკერი  განმარტავს, რომ არჩევნებზე ძირითადად, ტექნიკური სახის დარღვევები გამოვლინდა, რასაც საერთო შედეგზე გავლენა ვერ ექნება.