საქართველომ რუსულ სამხედრო საატრანსპორტო ხომალდებს საჰაერო სივრცე გაუხსნა | 11.11.2020

საქართველომ რუსულ სამხედრო საატრანსპორტო ხომალდებს საჰაერო სივრცე გაუხსნა. ინფორმაციას “სოვა ნიუსი” ავრცლებს. საარქივო ჩანაწერებით ირკვევა, რომ სომხეთისკენ მიმავლმა რუსულმა სამხეედრო ხომალდება საქართველოს საჰაერო სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს. ფაქტის დადასტურების მიზნით, გამოცემა სამხედერო ხომალდების რადიოკავშირის ჩანაწერებსაც აქვეყნებს. ფაქტი უკვე დაადასტურა ქართულმა მხარემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, თქვა, რომ საჰაერო დერეფანი ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე რუსი სამშვიდობოებისთვის გაიხსნა.

მომხდარი ფაქტი შეაფასა ოპოზიციამ. “ევროპულ საქართველოში” ამბობენ, საქართველოს ტერიტორიაზე  რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება  დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შესაძლო საფრთხეებზე პასუხისმგებელი კი საგარეო საქმეთა სამინისტროა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები