სააკაშვილი უკვე წლებია ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ფეხით ჩამოდის – “ოცნება” სააკაშვილის განცხადებაზე | 10.11.2020

“ქართული ოცნება”-სთვის მიხეილ სააკაშვილის მორიგი დაპირება საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით ღიმილისმომგვრელია. პარტიაში ამბობენ, რომ თუ  ყოფილ პრეზიდენტს და მის ანონსებს დავუჯერებთ ის საქართველოში წლების წინ უნდა ჩამოსულიყო. ამბობენ იმასაც, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას მაინც შეეცდება, წარსულში ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობის გამო სამართლებრივად დაისჯება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თანაპატიელებს ვიდეომიმართვით  მოუწოდა, რომ მათი მზაობის შერმთხვევაში, ის ბილეთს იყიდის და საქართველოში დაბრუნდება.