თამარ ჟვანია პასუხისგებაში უნდა მიეცეს – ლეიბორისტების სარჩელი პროკურატურაში | 06.11.2020

“თამარ ჟვანია და ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პასუხისგებაში უნდა მიეცეს” – შესაბამისი სარჩელი  “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა  პროკურატურაში დღეს შეიტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. საუბარია ამომრჩევლის ნების კონტროლზე,  ძალადობაზე, ზეწოლაზე, ბიულეტინების გაყალბებასა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებზე. ლაშა ჩხარტიშვილი პროკურატურას მყისიერ რეაგირებისა და დამნაშავეების დაკავებისკენ მოუწოდებს.