ხელისუფლებამ პატარა პარტიებტან საპარლამენტო მანდატებით ვაჭრობა დაიწყო – ოპოზიცია | 06.11.2020

ხელისუფლებამ საპარლამენტო მანდატებით ვაჭრობა დაიწყო  – ოპოზიციის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდის წევრები ახლა იმ პატარა პარტიებთან ცდილობენ მოლაპარაკების დაწყებას, რომლებიც მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის როლს მოირგებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, დავით მათიკაშვილის გუშინდელი განცხადება შედეგების 1-2%-იანი სხვაობის შესახებ, არჩევნების გაყალბების პირდაპირი აღიარებაა. ოპოზიციური სპექტრი თანმხდება, რომ თუ ოპოზიციაში გამოინახა პარტია, რომელიც პარლამენტში მაინც შევა, ეს მათთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება.

ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში გართულებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე მმართველი გუნდი უკან დახევას არ აპირებს და კვლავ არჩევნების სამართლიანობაზე საუბრობს. “ქართული ოცნების” ოფისში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ საოლქო კომისიებში მიმდინარე ხმების გადათვლის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უბნების გახსნის შემდეგ “ქართულ ოცნებას” კიდევ უფრო მეტი ხმა მოემატა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები