ომბუდსმენი მთავრობას, მოსახლეობას და პარტიებს პანდემიის პრევენციისთვის წესების დაცვისკენ მოუწოდებს | 06.11.2020

ქვეყანაში შემქნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია განცხადებაში წერს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი და იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. ომბუდსმენი მთავრობას, მოსახლეობას და პარტიებს პანდემიის პრევენციისთვის საჭირო წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები