არჩევნებიდან ერთ კვირაში ცესკოს თანამშრომლები ტოვებენ | 06.11.2020

არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თანამშრომლები ტოვებენ. თამარ ჟვანიას სპეციალური განცახდებით უკვე მიმართა ივანე ბურდულმა, რომელიც უწყებაში საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტის პოსტს იკავებდა. ივანე ბურდული ცესკოდან წამოსვლის მთავარ მიზეზად 2020 წლის არჩევნების მასიურ გაყალბებას ასახელებს და საარჩევნო პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართვაზეც საუბრობს. ივანე ბურდულის გარდა მედიაში უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის შესაძლო წასვლის შესახებაც, რომელიც ცესკოს ტრიბუნასთან არჩევნების შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები