ოპოზიციის მსვლელობა – პოლიტიკოსები მოქალაქეებს 8 ნოებერს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე იწვევენ | 05.11.2020

ხელისუფლებამ ოპოზიციას, საკუთარი ხმების დასაცავად, ბრძოლის ყველა გზა მოუჭრა, სწორედ ამიტომ ოპიციური ძალები  ახლა 8 ნოემბერს დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან. იმისათვის რომ აქციაზე მეტი ადამიანი მივიდეს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე, მსვლელობები გამართეს და მოქალაქეებს ფლაერები დაურიგეს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ერთი ნაწილი დღეს ბუკიას ბაღთან შეიკრიბა და მსვლელობით სამედიცინო უნივერსიტეტამდე მივიდა. ხელისუფლების ოპონენტები მოქალაქეებს ფლაერების სახით  ცესკოს მიერ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ოქმების ასლებს ურიგებდნენ და პარლამენტის წინ, 8 ნომებრეს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე იწვევდნენ.

ოპოზიციური ლიდერების  მეორე ნაწილმა საპროტესტო მსვლელობა მეტროსადგურ დელისიდან – ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით მოაწყო. მსვლელობის მთავარი მიზანი აქაც  კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მოქალქეების ინფორმირება და გაყალბებული არჩევნების კიდევ ერთხელ გაპროტესტება იყო. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მოწყობილ მსვლელობებში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობის”, “გამარჯვებული საქართველოს”,  “ლელოს”, “ევროპული საქართველოსა” და “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები იღებდნენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები