მძიმე პოლიტიკური პროცესებისა და კორონაპანდემიის ფონზე, ლარი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს | 05.11.2020

მძიმე პოლიტიკური პროცესებისა და კოროპანდემიის ფონზე, ლარი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. ორშაბათიდან დაწყებული ეროვნული ვალუტა  ოფიციალურად  13 თეთრით გაუფასურდა. 1 დოლარის შეძენა სავალუტო ჯიხურებში 3 ლარად და 40 თეთრად არის შესაძლებელი. კურსი გაცილებით მაღალია ბანკებში. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 4 ლარი და 40 თეთრი ღირს. ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად ეროვნულმა ბაკმა 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია ორშაბათს განახორციელა, თუმცა ამან ეროვნულ ვალუტაზე დადებითი ეფექტი ვერ მიახდინა.

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებას იმ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ პოლიტიკური დაძაბულობა და რადიკალიზმი ლარზე ნეგატიურ შედეგებს იძლევა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები