გააყალბა თუ არა ხელისუფლებამ არჩევნები და რამდენად სწორია ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი | 02.11.2020

გააყალბა თუ არა ხელისუფლებამ არჩევნები და  რამდენად სწორია ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი – ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” გაყალბა, რასაც  ცესკოს მიერ გამოქვეყნებული დაუბალანსებელი ოქმებიც ადასტურებს.  პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ გაყალბების ფონზე, ოპოზიციის ტაქტიკა სწორია და ერთიანობის   ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაში ბოიკოტი  მმართველ გუნდში  შიდა  რღვევებს გამოიწვევს.

არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩიკორაიაც. ამბობს, რომ ცესკოს გამოქვეყნებული ოქმები სკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რაც არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს.  რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს თვლის, რომ ამით  პარლამენტის საქმიანობას ხელი ვერ შეეშლება თუმცა, პოლიტიკური ლეგიტიმაციის დიდი პრობლემა დადგება.

კონსიტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს,  რომ  პარლამენტის ლეგიტიმაციისთის  76 დეპუტატის ყოფნა  უკვე საკმარისი და თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა ამით საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელი არ შეეშლება.