სამგორსა და ისნის მაჟირიტარულ ოლქებში გამოვლენილ დარღვევბსა და ძალადობაზე ისაუბრეს ენმ-ს შტაბში | 31.10.2020

სამგორსა და ისნის მაჟირიტარულ ოლქებში გამოვლენილ დარღვევბსა და ფიზიკურ დაპირისპირებებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს ცოტა ხნის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ შტაბში მუდმივ რეჟიმში შედის ინფორმაცია დარღვევებზე მთელი საქართველოდან. მისივე ცნობით,  გარკვეულ ადგილებში ხელოვნურად ხდება ამომრჩევლის ნაკადის შეფერხება, რათა ადამიანები რიგში დაიღალონ და  საარჩევნო უბანზე არ  შევიდნენ.  ოპოზიციაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, საარჩევნო უბნებთან შეკრებილ ე.წ ძველ ბიჭებსა და აგრესიულად განწყობილ მმართველი გუნდის აქტივისტებზეც.