საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევის გამო ენმ-ს საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორნენ | 31.10.2020

ფიზიკურად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატს, მარიკა დათუკიშვილს.  ძალადობის მიზეზი მის მიერ საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევა გახდა, რამაც მმართველი პარტიის წარმომადგენლის გაღიზიანება გამოიწვია. ადგილზე იმყოფებოდა “ქართული ოცნების” წევრი, რატი იონათამიშვილიც, რომელიც ოპონენტის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი წესების სრულის დაცვით მიმდინარეობს.