კათალიკოს-პატრიარქმა საკუთარი არჩევანი საპატრიარქოში გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა | 31.10.2020

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საკუთარი არჩევანი საპატრიარქოში გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა.  საპატრიარქოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. ილია მეორე მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს, ერთმანეთთან  ითანამშრომლონ.