ოთხი განსხვავებული ეგზიტპოლი რადიკალურად განსხვავებული შედეგებით | 31.10.2020

საარჩევნო უბნების დახურვის პარალელურად ცნობილი ხდება 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების წინასწარი შედეგები. ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა

“ქართული ოცნება” – 55.0%;  “ნაციონალური მოძრაობა” – 23.0%; “ევროპული საქართველო” – 3.0%; “ლელო” – 3,0 %; “პატრიოტთა ალიანსი” – 3,0%; “სტრატეგია აღმაშენებელი” -3.0%; “გირჩი” – 3,0%;  “ლეიბორისტული პარტია” – 1.0%; “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო” – 1.0%; “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები” – 1.0%.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, “ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ” მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ამომრჩეველთა 25,33%-მა დაუჭირა მხარი. “ევროპულმა საქართველომ” მიიღო 4,20%. რაც შეეხება სხვა პარტიებს, “ლელო” აქვს 2,61%-იანი მხარდაჭერა, “გირჩმა” მიიღო 3,52%, “სტრატეგია აღმაშენებელმა” კი 2,37%.

ტელეკომპანია “მთავარის” დაკვეთით ჩატარებული 17.00 საათის ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ” მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ადგილი დაიკავა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია” -33%-ით, “ევროპულმა საქართველომ” ხმების 5% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ლელო საქართველოსთვის” – 4% მიიღო, “პატრიოტთა ალიანსმა”-3%, “სტრატეგია აღმაშენებელი”-3%, “გირჩი”-3%, “ლეიბორისტული პარტია” -2%, “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო”-1%, “მოქალაქეები”-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს. კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: “ქართული ოცნება” – 46%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია” – 28%; “ევროპული საქართველო”  – 5%; “ლელო” – 3%; “გირჩი” – 3%; “პატრიოტთა ალიანსი” – 2%; “სტრატეგია აღმაშენებელი” – 2%.

ამასთან, ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები