ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანში არჩევნების პროცესს გაეცნო | 31.10.2020

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანს ესტუმრა. ის არჩევნების პროცესს გაეცნო.

დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია არჩევნების წყნარ გარემოში, დარღვევების გარეშე ჩატარება და რაც მთავარია, მოსახლეობის აქტიურობა. მისივე შეფასებით, არჩევნები წყნარ გარემოში ტარდება.

“მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში, როგორც საარჩევნო დამკვირვებელი და მიხარია, რომ ვხედავ არჩევანის გასაკეთებლად მოსულ ხალხს. რაც მთავარია, ისინი იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს თავისუფლად ხმის მიცემის, საკუთარი ლიდერის არჩევის უფლება და შემდგომ, მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა ხალხის წინაშე. სამართლიან არჩევნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ამომრჩეველთა დაშინებას, ხმათა მოსყიდვებს და სხვა რაიმე სახის იძულებას. ჩვენ, საელჩოს გვყავს 75 დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან უბნებს და ასევე, ახორციელებენ მედიამონიტორინგს. ეს დღე, ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის უნდა ჩატარდეს ისე, რომ ქართველები აღნიშნულით ამაყობდნენ. ჩემი დაკვირვებით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. აუცილებლად, მიდით არჩევნებზე,” – განაცხადა დეგნანმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები