ირაკლი კობახიძის მორიგი მძიმე წინასაარჩევნო ბრალდებები ოპოზიციას | 30.10.2020

მძიმე წინასაარჩევნო ბრალდებები ოპოზიციას. “ქართული ოცნების”   აღმასრულებელი მდივნის ინფორმაციით,  დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიას მობილიზებული ჰყავთ ​ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ  ოპოზიციის მხრიდან სიტუაციის დაძაბვა რამდენიმე ოლქში იგეგმება. “ქართული ოცნების” შეფასებით,  დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება  ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში უნდა გაამახვილონ.