„მმართველი პარტიის შემოწირულობები კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება სხვა პარტიების შემოწირულობებს“ | 30.10.2020

მმართველი პარტიის შემოწირულობები კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება სხვა პარტიების შემოწირულობებს. მეორე შუალედური კვლევა დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” წარმოადგინა.  ანგარიში 1 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. პარტიებს შორის უკონკურენტო “ქართული ოცნება” აღმოჩნდა, რომელმაც 10 თვის შუალედში  17 მილიონიანი მხარდაჭერა მიიღო.. “ლელო საქართველოს” – 5 მილიონ ლარზე მეტი ერგო. “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” ბლოკში შემავალ პარტიებს კი 3 მილიონ  ათას ლარზე მეტი.   რაც შეეხება კორუფციულ სქემებს, არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიების დამფინანსებლად კვლავ რჩებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც მრავალ მილიონიან ტენდერებს იგებენ, ხოლო მოგებული ტენდერებიდან, როგორც კომპანიები, ასევე ამ კომპანიის წარმომადგენლები, თანხას პარტიებს უკან სწირავენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას “ქართული ოცნება” გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ხელისუფლებამ დაახლოებით 20 მილიონი ლარის მობილიზება მოახერხა. მმართველი გუნდის აღმასრულებელ მდივანს არც ის უკვირს, რომ “ქართული ოცნების” შემომწირველებს შორის არიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებიც, ხოლო ამ დამთხვევით სპეკულირება ამის ავტორებზე კარგად არ მეტყველებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები