არა ბიძინა ივანიშვილს – „ნაციონალური მოძრაობა“ შემაჯამებელი მრავალათასიანი აქციისთვის ემზადება | 29.10.2020

არა ბიძინა ივანიშვილს – “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” თბილისში შემაჯამებელ აქციას მართავს. აქცია საღამოს 6 საათზე დაიწყება. სამზადისი კი თბილისის მთავარ მოედანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ  თავისუფლების მოედანზე შეკრების მიზეზი “ქართული ოცნებისთვის” იმის ჩვენებაა, რომ ქვეყანაში ცვლილებების დროა და ივანიშვილის გუნდი  ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.  აქციაზე დასასწრებად კოლონები  დღეს დილიდან, რეგიონებიდანაც დაიძრა.