ხმების ყიდვა, დაშინება, ძალადობა და პროცესში ჩართული პოლიცია – ოპოზიცია წინასაარჩევნო გარემოზე | 27.10.2020

2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა – 31 ოქტომრის არჩევნებამდე 4 დღით ადრე პლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში იწევს – ძალადობა, დაშინება და ზეწოლა – ეს იმ დარღვევათა სიაა, რომელებზეც ოპოზიცია ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით მთავარი ბერკეტი, რასაც ახლა ივანიშვილის ხელისუფლება აქტიურად იყენებს – ამომრჩევლის დაშინებაა. ამბობენ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ემუქრებიან, ზეწოლის პროცესში კი უკვე რამდენიმე დღეა პოლიციის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.

2020 წლის გადამწყვეტ არჩევბემადე რამდენიმე დღით ადრე მმართველმა გუნდმა პედაგოგების არნახული მობილიზება დაიწყო – პარტია “ტრიბუნას” ოფისში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლია მუხაშავრიამ “ქართული ოცნების” მაჟორიტარს მიხეილ ყაველაშვილს ბრალდებები წაუყენა და  მასწავლებლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა. “ევროპულ საქართველოში” კი ამბობენ, რომ ხელისუფლება წაგების შიშით მისთვის არასასურველ ყველა თანამშრომელს ემუქრება, უარის შემთხვევაში კი სკოლებიდან ათავისუფლებს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამომრჩეველზე ორგანიზებული ზეწოლა გარდა დაშინებისა, ფიზიკურ ხელშეშლაშიც გამოიხატება. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ “ოცნების” აქტივისტები გარკვეული ფულის სანაცვლოდ ოპოზიციის მომხრეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და ამ გზით მათ ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩებიან.

2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები უკვე მოხვდა მესამე სექტორის შუალედურ ანგარიშებშიც, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს სია უახლოეს დღეებში კიდევ გაიზრდება. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის მიერ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადოებას ის დარღვევები გააცნეს, რაც ძირითადად ცესკოს ე.წ დამოუკიდებელ წევრებს ეხებათ. ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო დაძაბულოა, რაც პროცესის დემოკრატიულობას საფრთხეს უქმნის.

არჩევნებამდე სულ რაღაც 4 დღე დარჩა ოპოზიციას  კი ამ დრომდე არ აქვს პასუხი კითხვებზე –  ვინ ესხმოდა თავს მათ  პარტიულ შტაბებს და ვინ ესროლა ქვები ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ნიკა მელიას. ისინი ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ამ საქმეებს აღარ გამოძიებს, მათი თქმით, ყველა კითხვას პასუხი 31 ოქტომბრის შემდეგ გაეცემა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები