როგორია წინასაარჩევნო გარემო – გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში | 26.10.2020

ძალადობა, საკუთრების დაზიანება, სამსახურიდან გათავისუფლება და ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და ძალადობის გხაშირებულ ფაქტებზე საუბრობს. ანგარიშში, რომელიც 1 ივლისიდან 20 ოქტომრის ჩათლით პერიოდს მოიცავს ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურდღებას მარნეულში, ბოლნისსა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე ამახვილებს. 

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა კარტოგრაფების გახმაურებული საქმეც, რასაც ორგანიზაცია მმართველი პარტიის მიერ, ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. ფიქრობენ, რომ გამოძიების დაწყების დრო და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, საქმის პოლიტიზირებას და მის  საარჩევნოდ გამოყენებას ადასტურებს.