ე.წ ,,ფეიქ ნიუსები“ და მზარდი დეზინფორმაცია – „ოცნება“ ხელს ოპონენეტებისკენ იშვერს | 26.10.2020

ე.წ “ფეიქ ნიუსები” და  მზარდი დეზინფორმაცია – “ქართული ოცნება” ხელს ოპონენეტებისკენ იშვერს და აცხადებს, რომ ოპოზიციას ისეთი მასალებისა და  პროგრამების გამოყენებას აპირებს, რომლის  საშუალებითაც ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი შესაძლებელია. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე  ირაკლი კობახიძემ  გააკეთა და მედიაში ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. ამბობს, რომ არჩევნებამდე 6 დღით ადრე სიცრუის ტირაჟირების ინტესივობა იზრდება, რისი მიზანიც ადამიანების შეცდომაში შეყვანა და ოპოზიციისთვის პოლიტიკური ქულების დაწერაა.